Сообщения

მეცხრე დღე

მეცხრე დღე         ჩემთვის ინტელის ტრენინგი იყო მრავაფეროვანი, საინტერესო და ნაყოფიერი. ვისწავლე პროეტზე მუშაობა, რომელსაც გამოვიყენებთ სასწავლო პროცესში.     მეტად მოტივირებული და საინტერესო ტრენერი გვყვავდა. გვასწავლა ბევრი რამ, რასაც ცხოვრებასიც გამოვიყენებთ. 

მერვე დღე

გავიხსენეთ წინა დღე, ვისაუბრეთ აქტივობებზე, ასევე ვისაუბრწეთ დიფერენცირებულ სწავლებაძე, სახელმძღვანელოში ვნახეთ მოდული 6, აქტივობა 1, განვიხილეთ სააზროვნო უნარები, ვიმსჯელეთ თემის გარშემო. დავასრულეთ გეგმის შაბლონის მუშაობა- შევავსეთ ყველა პუნქტი. გავეცანით სხვადასხვა საინტერესო საიტებს, ვისაუბრეთ ტექნოლოგიების გამოყენებით ეფექტურ სწავლებაზე. დავაკომენტარეთ კოლეგების ბლოგები.

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღე        დავიწყეთ ტრენინგი წინა დღის გახსენებით. დავწერეთ პროექტის მოკლე შინაარსი. ვიხელმძღვანელეთ არსებული პროექტების გეგმებით. გავწერეთ სასწავლო პროცედურები. შევავსეთ შეფასების მოკლე მონახაზის გრაფა.        

მეექვსე დღე

მეექვსე დღე         ვიმუშავეთ google ღრუბლებში. ვისწავლეთ ფაილების რედაქტირების რეჟიმში გადაყვანა. შევქმენით პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი. ჩეკლისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პროგრამა power point-ში. ვისაუბრეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკაზე.         მივიღეთ დავალება: მოვძებნოთ პროექტისთვის შესაბამისი ფორმები და შევქმნათ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.

მეხუთე დღე

მეხუთე დღე       მოვისმინე და ვისაუბრეთ შეფასების ხუთი სტრატეგია, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს ყოველდღიურ მუშაობაში. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და პრეზენტაციის ჩეკლისტი.       დავალებად მივიღე პრეზენტაციის ჩეკლისტი მოვარგო ჩემს პროექტს.

მესამე დღე

მესამე  დღე           ვისაუბრეთ სტანდარტების შესახებ. გავეცანით საიტს ncp.ge და ვისწავლეთ საიტზე ნავიგაცია. მოვიძიეთ ჩვენი პროექტისათვის სტანდარტები და ინდიკატორები. მივიღეთ საშინაო დავალება სახლში დასახვეწად.          ვისაუბრეთ მიზნებზე. გავარჩიეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური მიზნები. მოვიფიქრეთ მიზნები ჩვენი პროექტისათვის, რომელიც ასევე სახლში უნდა დავხვეწოთ.

მეორე დღე

მეორე დღე       განვიხილეთ პროექტის იდეები. მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან და ჩამოვყალიბდით საბოლოო საპროექტო იდეაზე.       შევქმენით საკუთარი პორტფოლიოს საქაღალდე, რომელიც გადავიტანეთ ელექტრონულ ღრუბლებში. ვისწავლეთ დრაივში მუშაობა.